მესტიაში ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წყლის დონემ დაიკლო და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, მესტიის სოფლების ნაწილი ამ დრომდე გახიზნულია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარის კალაპოტიდან წყლის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოედინება, რაც იმის საშიშროებას ქმნის, რომ ღვარცოფმა და მესტიიდან ჩამოშლილმა ქვა-ღორღმა სოფლები დატბოროს.
მოსახლეობა პროცესებს ჰესის მშენებლობას უკავშირებს, რომელიც, მათი აზრით, მესტიას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს.