20 აპრილი 2024,   02:39
ვრცლად
ავარია ცენტრალურ ავტომაგისტრალზე - პირველადი მონაცემებით, დაღუპულია 1 და დაშავებულია 6 ადამიანი

ავარია ცენტრალურ ავტომაგისტრალზე - ცალმხრივი მოძრაობის გზაზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა  და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. ავტომანქანები დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობდნენ და სოფელ ფერმასთან შეეჯახნენ ერთმანეთს.

ავარიის შედეგად, პირველადი მონაცემებით, დაშავებულია 6 და დაღუპულია ერთი ადამიანი.

დაშავებულები გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებებში.

მოძრაობა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე შეფერხებულია და ავტომობილები კასპის გავლით ახერხებენ გადაადგილებას.

ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

დღის ამბები