მარნეულში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ეზოები და სავარგულები.
ადგილობრივების თქმით, პრობლემის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სარწყავი არხის გაწმენდა, რომელიც ნალექის დროს დიდდება.
მათ ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ.
მარნეულის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.