17 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
ავარია ცენტრალურ ავტომაგისტრალზე - დაშავებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ავარია ცენტრალურ ავტომაგისტრალზე - დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში რუსთავი2-ს განუცხადეს, დაშავებულია 12 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია ერთი.

ავარიის დროს დაშავებულთა შორის არის 2 მცირეწლოვანი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარების ცენტრებში სხვადასხვა დაზიანებებით არიან გადაყვანილები.

12 დაშავებული მკურნალობას მცხეთის სამედიცინო ცენტრსა და ჯეოჰოსპიტალში გადის.

დაშავებულთა მოსანახულებლად ადგილზე ამ დროისთვის მიემგზავრება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე.

რამდენიმე საათის წინ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან, ცალმხრივი მოძრაობის გზაზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა  და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

დღის ამბები