ხრიდოლი, დოღი, ტრადიციული თუშური სამზარეულო და გამოფენები. თუშეთში სახალხო ზეიმია, სადაც დღეს მეცხვარის დღეს აღნიშნავენ.
ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი და გამორჩეული კუთხე დილიდან უამრავ სტუმარს მასპინძლობს.
ომალოში დღესასწაული პროექტის მხოლოდ ქართულის გამარჯვებულის - სოფო ბათილაშვილის, ნიკოლოზ რაჭველის და ზვიად ბოლქვაძის კონცერტით გრძელდება.
ომალოში ჩასულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კერძების მომზადებაში მონაწილეობა მიეღოთ.
ომალოში დილიდან გამოფენილია ადგილობრივი რეწვისა და ხელოვნების ნიმუშები. ასევე, მოზარდები დაკავებულები არიან სხვადასხვა სპორტული აქტივობებით.
თუშეთობა 2018 დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.