მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი ჩაიშალა.
ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც ამ შეხვედრებს ორგანიზებას უწევდა, ამბობს, რომ სუს-მა წერილი გააგზავნა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ იგეგმებოდა ტერორიზმში ბრალდებულის ჩაყვანა.
სტრასბურგში ელისო კილაძის, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის გამგზავრება 5 აგვისტოსთვის იყო დაგეგმილი.
როგორც სარალიძე, ისე მაჩალიკაშვილი მიიჩნევენ, რომ სამართალი არც ერთ საქმეზე არ დამდგარა.