შაბათის კურიერში ე.წ. მატროსოვის ციხიდან "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.
პატიმრობაში მყოფი სასულიერო პირი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე კონკრეტული სასულიერო თუ საერო პირები ზეწოლას ახდენდნენ, რათა "ციანიდის საქმე" წარმოებაში არ მიეღოთ და სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი ის ზეწოლაა, რომელიც მასზე "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით ხდებოდა.
„ეს საკითხი დაკვეთით არის შესრულებული. ეს საკითხი, რომ დღეს საპატრიარქოში არსებულ ცალკეულ პიროვნებებსა და სახელმწიფო ხელისუფლებაში არსებულ ცალკეულ ჯგუფს აწყობდა ამ საკითხის... მრავალი მიზეზი. უფრო მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა და არცთუ ისე შორს არის ერთმანეთთან ეს ორი ფაქტი.
"ერთ-ერთი მიზეზი, მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ მთლიანად ციანიდი შეიძლება არ იყო, მაგრამ ციანიდი დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი ბოლო წვეთი იყო იმ მრავალი, ასე ვთქვათ, ზეწოლისა, რომელსაც თვითონ ასახელებდა. ასე ამბობდა, ხომ რომ მსხვერპლი ვარ, ზეწოლას ახდენდნენ ჩემზეო და ა.შ. საზოგადოების ფართო სპექტრი, რასაც მე თვალყურს ვადევნებ მასმედიით, ასე ფიქრობს,“ - აცხადებს მამა გიორგი მამალაძე.