17 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
ხანგოშვილი ФСБ-ს წარმოადგენს, სავარაუდოდ, ის კონტრდაზვერვამ პანკისში დასახმარებლად შემოიყვანა - გივი თარგამაძე

ჩეჩნეთის პრეზიდენტთან, რამზან კადიროვთან, დაახლოებული პირი თბილისის ცენტრში ცოტა ხნის წინ დააკავეს.

მუსა ხანგოშვილი წლების განმავლობაში გროზნოში ცხოვრობდა. ხანგოშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, რადგან ის რუსულ სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირის გამო სპეციალურ სიაში იყო შეყვანილი.

ხანგოშვილი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. პირველად ის ახმეტაში დააკავეს, როდესაც პოლიციის განყოფილებაში იარაღით შევარდა, თუმცა, სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. მეორედ კი რამდენიმე საათის წინ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით თბილისში აიყვანეს.

ხანგოშვილის ჩაწერა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე კურიერმა შეძლო.

ის არ უარყოფს ჩეჩნეთის ლიდერთან მჭიდრო კავშირს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს მუსა ხანგოშვილზე კონკრეტული ინფორმაცია აქვს. თარგამაძე ამბობს, რომ ხანგოშვილი ФСБ-ს წარმოადგენს და ვარაუდობს, რომ ის კონტრდაზვერვამ პანკისში დასახმარებლად შემოიყვანა. 

„მე მაქვს სამწუხარო ეჭვი, რომ ის იქნებოდა შემოყვანილი კონტრდაზვერვის რომელიმე თანამშრომლის მიერ, როგორც ჩანს, იმ იმედით, რომ რაღაცაში დაეხმარებოდათ პანკისში.მე ვფიქრობ, რომ ასეთი ღია კადიროველის შეყვანა პანკისის ხეობაში მხოლოდ უარესს თუ გამოიწვევს. საქმე ის გახლავთ, რომ არსებობდა ადრეც ხანგოშვილი, მასთან ხდებოდა კონტაქტი, მაგრამ ყოველთვის იყო გასაგები, რომ ეს არის მეორე მხარე, რომ ეს არის ФСБ-ს მხარე და ვთქვათ, თუ რამე გადასაცემი იყო ან შესათვლელი ამისთვის მისი გამოყენება შესაძლებელი იყო," - ამბობს თარგამაძე.

გარდა ამისა, გივი თარგამაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისი ავტომობილის აფეთქებაში ერთ-ერთი მონაწილე პირი სწორედ მუსა ხანგოშვილი იყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები