„მე პრეზიდენტს მივმართავ წერილით, რომელშიც დეტალურად ავხსნი იმ გარემოებეს, რისი მსხვერპლიც ვარ,“ - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა მამა გიორგი მამალაძემ შაბათის კურიერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტს შეეძლება, გაეცნოს ე.წ. „ციანის საქმის“ სრულ მასალას და გამოიტანოს დასკვნები.
თუმცა, დეკანოზი მამალაძე ფიქრობს, რამდენად გაუძლებს პრეზიდენტი იმ ზეწოლას, რომელსაც ნინო გვენეტაძემ და ბესიკ ბუგიანაშვილმა ვერ გაუძლეს.
„ბატონ პრეზიდენტს შეუძლია და აქვს უნიკალური ბერკეტი და საშუალება, უფრო დეტალურად ჩასწვდეს, საზოგადოებაზე მეტად, უფრო ღრმად და ძირფესვიანად შეისწავლოს ეს საკითხი და მიიღოს ის გადაწყევტილება, რომელიც ნათელს მოჰფენს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს უკვე პრეზიდენტის გადაწყევტილებაა.
"რამდენად გაუძლებს პრეზიდენტი იმ ზეწოლას, რომელსაც ვერ გაუძლო გვენეტაძემ, ბუგიანაშვილმა და სხვა მოსამართლეებმა, ეს უკვე პრეზიდენტის პიროვნულობაზეა დამოკიდებული,“ - განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე შაბათის კურიერისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გადადგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ე.წ. „ციანიდის საქმეც“ იყო.