17 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
მე ვიყავი დაკავებისთვის განწირული - მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლაზე საუბრობს

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი, სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლაზე შაბათის კურიერის ეთერში საუბრობს.

მაჩალიკაშვილის თქმით, სახელმწიფოს ეშინია, რომ მისი შვილის საქმე ევროპულ სასამართლოში მოხვდეს.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგში დღეს ღამით მიფრინავდნენ, თუმცა, მოულოდნელად გაარკვიეს, რომ თბილისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიგზავნა წერილები, სადაც წერია, რომ ოთხკაციან ჯგუფში ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულებიც არიან.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მის დაკავებას გერმანიის საზღვარზე აპირებდნენ.

„როგორც ჩანს, მე ვიყავი დაკავებისთვის განწირული, არა მხოლოდ დაკავებისთვის განწირული, მთელ ევროპას მოედებოდა ეს ხმაც - მალხაზ მაჩალიკაშვილი, როგორც ასეთი, ტერორიზმში ეჭვმიტანილი. ამას გარდა, ჩემს უსაყვარლეს ადამიანებსაც ჩემს გამო შეექმნებოდათ ეს პრობლემა. მე პირდაპირ ვაცხადებ, ამ ყველაფერს ახსნა არა აქვს, რას სჩადიან და რა საზიზღრობას ჩადიან,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები