ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას საქართველო - ქართულ ენაზე, ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი.
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიდეო-მიმართვას რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.
„10 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა სუვერენულ საქართველოს და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. ომის ჭრილობების მოშუშება შეუძლებელია. ძალიან რთულია, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ეს მოხდება, რადგან საქართველოს მხარს უჭერს საერთაშორისო, დემოკრატიული საზოგადოება. ლიტველები საქართველოს გვერდით დგანან,“ - ნათქვამია ლინას ლინკევიჩიუსის ვიდეომიმართვაში.