საქართველო არასდროს შეეგუება მისი ტერიტორიების ოკუპაციას, არა რუსულ აგრესიას - ამ ლოზუნგებით შეიარაღებული კონფლიქტიდან 10 წლის თავზე აქცია იგეგმება დღეს რუსეთის ყოფილ საელჩოსთან.
შეკრებილები აგვისტოს ომის გმირებსა და რუსული აგრესიის ქრონიკას გაიხსენებენ.
ორგანიზატორების თქმით, ომი დღემდე გრძელდება და მის შესაჩერებლად საქართველომ მეგობარ ქვეყნებთან ერთად ყველა მშვიდობიანი საშუალება უნდა გამოიყენოს.