17 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
„არა რუსულ აგრესიას!“ - ახალგაზრდები რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ 

„არა რუსულ აგრესიას“ - ამ ლოზუნგით რუსეთის საელჩოსთან  შეიარაღებული კონფლიქტებიდან 10 წლის თავზე აქცია იგეგმება. შეკრებილები აგვისტოს ომის გმირებს და რუსული აგრესიის მოვლენებს გაიხსენებენ.

აქცია დღეს საღამოს 7 საათზე რუსეთის ფედერაციის ყოფილი საელჩოს შენობასთან არის დაგეგმილი. 

აქციის ორგანიზატორების მთავარი მიზანია გააგონონ ხმა მსოფლიოს, რომ ახალგაზრდები ოკუპაციას არ შეეგუებიან.

შეკრებილები საერთაშორისო მეგობრობას მოუწოდებენ შეაჩერონ რუსეთის მხრიდან აგრესია.

„ჩვენი მთავარი მიზანი არის გავაპროტესტოთ ოკუპაცია და არ შევეგუოთ ოკუპაციას, დღეს ყველას გვეძლევა საშუალება ერთად დგომით დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრება, არ ვეგუებით ოკუპაციას და ვართ ბევრნი,“- აცხადებს აქციის ორგანიზატორი.

ამავე თემაზე
დღის ამბები