17 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
ჩიტაიას ქუჩაზე გზის სამანქანო ნაწილი ჩავარდა

ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე გზის სამანქანო ნაწილი ჩავარდა. 

GWP-ის ინფორმაციით, ასფალტის საფარის ჩანგრევა წყალარინების ქსელში ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ჯგუფი, რომელიც, აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს.

ადგილობრივების თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეს ასფალტის ჩანგრევის უკვე მეოთხე შემთხვევაა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

 

დღის ამბები