17 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილი მის მიმართ პროვოკაციების არ გამორიცხავს

დავით სარალიძის მამა, გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორი და სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი მალხაზ მაჩალიკაშვილს დუისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შეხვდნენ.

შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

ხაზი გაესვა სამომავლო გეგმებს და იმ მოსალოდნელ საფრთხეებს, რომელიც შესაძლოა მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზოგადად, მათ მიმართ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელოს. მაჩალიკაშვილი მის მიმართ პროვოკაციების არ გამორიცხავს.

„მე ნაკლებად მგონია დაკავების საფრთხე, იმიტომ, რომ მე თუ დამაკავეს და თუ გამომკეტეს, თუ ჩამსვეს, ამას რაღაც მოყვება ხეობიდან. რაღაც სხვა მიზნებით,. სხვა ტაქტიკით შეიძლება რაღაც ჰქონდეთ ჩაფიქრებული,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ბრიფინგის ერთ-ერთი ძირითადი თემა სტრასბურგში ჩაშლილი ვიზიტი იყო. შეხვედრის მონაწილე პირები ევროპელ პარტნიორებს საქართველოში ჩამოსვლას და მიმდინარე საკითხებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები