17 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდა.

ვაშაძემ სამხედროებს ის გეგმები გააცნო, რომელსაც პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში განახორციელებს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, აუცილებელია სამხედროების გადაიარაღება და სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა.

მისი თქმით, გაერთიანებულ ოპოზიცია მომზადებული აქვს სასწრაფოდ გადასადგმელი ნაბიჯები, იმისათვის რომ შეიარაღებული ჯარები იყვნენ დღევანდელი გამოწვევების დონეზე.

„რატომ ვერ მიაღწია რუსეთმა ვერცერთ თავის მიზანს საქართველოში 2008 წლის ომში, ყველა ჩვენი მოწინააღმდეგეც და ჩვენი მოკავშირეც, ყველა ერთხმად ამბობს ერთს, არ ელოდნენ ჩვენი ჯარის ასეთ მომზადებას, გმირობას და თავდადებას,"- აცხადებს ვაშაძე.

შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები შესაბამის ანაზღაურების არ ქონაზე საუბრობენ და გამოთქვამენ იმედს, რომ გრიგოლ ვაშაძე, როგორც შესაძლებელი მომავალი პრეზიდენტი მათ პრობლემებს აღმოფხვრავს.

დღის ამბები