17 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
ევროსაბჭო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას ადასტურებს - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ოფიციალური განცხადება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ, განცხადებას ავრცელებს.

ოფიციალური განცხადება კომიტეტის თავმჯდომარემ, ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა გაავრცელა.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ორგანიზაციის სახელით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელით ხორვატი მინისტრი უსამძიმრებს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს.

დღის ამბები