17 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
ჩემს უკან ერთ კილომეტრში ჩანს ცხინვალი, რომელიც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ერთად უნდა გავიაროთ - ბაქრაძე ოკუპაცია გააპროტესტა 

ევროპული საქართველოს ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ დღეს ერგნეთში მომხრეებთან ერთად საქართველოს ოკუპაციის ფაქტი გააპროტესტა.

აქციის მონაწილეები დროშებით და შეძახილებით მივიდნენ ერგნეთისა და ცხინვალის გასაყართან არსებულ ე.წ. საზღვართან.

დავით ბაქრაძემ სიტყვით მიმართა მხარდამჭერებს და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, ვინც გმობს და არას ეუბნება ოკუპაციას, არის მონაწილე საქართველოს გათავისუფლების გზაზე.

„ჩემს უკან ერთ კილომეტრში ჩანს ქალაქი ცხინვალი და ეს არის ერთი კილომეტრი, რომელმაც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ერთად უნდა გავიაროთ და ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა და ერთიანობა... ამას სჭირდება მშვიდობიანი, მტკიცე, გააზრებული ბრძოლა და სჭირდება, რომ  ქართველები არ შევეგუოთ ოკუპაციას, არ ჩამოვუშვათ ხელები და არ ვთქვათ უარი ჩვენს სამშობლოზე,“- აცხადებს დავით ბაქრაძე.

დღის ამბები