გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადის ქვეყნის სწრაფ ინტეგრაციაზე ატლანტიკურ სტრუქტურებში - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ გააკეთა. ქვეყნის პირველმა პირმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ლიტვას, ლიეტუვას, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და უკრაინის ვიცე-პრემიერს უმასპინძლა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თენგიზ ფხალაძემ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ეს არის მეტი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, მეტი რეფორმები და კიდევ უფრო მეტად წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა, რაშიც ჩვენმა პარტნიორებმა სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს,"-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.