17 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება - გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი

"ის, რომ საქართველო კვლავ გახლეჩილი რჩება, ნამდვილი ტრაგედიაა," - ეს განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სერ ალან დანკანმა, გააკეთა.

„დღეს ჩვენ გულისტკივილით ვიხსენებთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მე-10 წლისთავს. ჩვენ ვგლოვობთ დაღუპულებს და გვახსოვს ათასობით ადამიანი, რომლებიც ამ დრომდე საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან. ის, რომ საქართველო კვლავ გახლეჩილი რჩება, ნამდვილი ტრაგედიაა. შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილი სიტუაციის გამო.

"გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად იმუშაონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

"მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად,“ - განაცხადა დანკანმა.

დღის ამბები