თავისუფალი დემოკრატები საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დავით უსუფაშვილს დაუჭერენ.
ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ შალვა შავგულიძემ გააკეთა.
შავგულიძის თქმით, მისი პარტია და შენების მოძრაობა "ერთიანი ძალებით შეეცდებიან, დაასრულონ ქვეყანაში ქართული ოცნების მმართველობა".
„თავისუფალი დემოკრატებიც და დავით უსუფაშვილიც ქართული ოცნების ხელისუფლების ოპოზიციას წარმოვადგენთ და ერთნაირად მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ ხელისუფლების შეცვლა, რადგან მისი საქმიანობა ხელს აღარ უწყობს და უფრო მეტიცქ ხელს უშლის და აფერხებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას,“ - აცხადებს შავგულიძე.