17 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
"ხორავას ქუჩის" საქმე - დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულებით დაკავებულებმა საგამოძიებო კომისიისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს

"ხორავას ქუჩის" საქმის საგამოძიებო კომისიისთვის დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულებით დაკავებულებმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

საუბარია მიხეილ კალანდიას მეგობარსა და მეზობელზე, რომლის მანქანითაც მოხდა ერთ-ერთი მსჯავრდებულის ქალაქიდან გაყვანა.

ბრალდებულებმა ახსნა-განმარტებაზე დღეს უარი თქვეს, რადგან დუმილის უფლება აქვთ და სასამართლოში დაკითხვამდე მათ საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლეს.

ადვოკატი, იმედა ბეროშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ სცნობს.

ადვოკატის, მერაბ მამუჩაშვილის თქმით, სასამართლოში იტყვიან სიმართლეს.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, დაკავებულებთან შეხვედრა დუმილის უფლების გამოყენების გამო არ შედგა.

დღის ამბები