17 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
თავისუფლებას შეწირული გმირები - შვილები, რომლებიც მამებს მხოლოდ ფოტოებიდან იცნობენ

2008 წლის აგვისტოს ომმა საქართველოს ისტორიაში ახალი ტრაგიკული ფურცელი და ახალი გვარებიც ჩაწერა. თავისუფლებას შეწირული გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შვილებისთვის ისე დათმეს, რომ მათთან შეხვედრა ვერც კი მოასწრეს.

ომის შვილები ახლა ზუსტად იმდენი წლისები არიან, რამდენიც 2008 წლის აგვისტოს ომთან გვაშორებს. შვილები, რომლებიც მამებს მხოლოდ ფოტოებიდან იცნობენ.

2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას 169 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა. მათგან 13 სამხედრო მოსამსახურეს დაღუპვის შემდეგ შვილი შეეძინა.

დაბადებამდე დაობლებულები ბავშვები ყვებიან, რას ნიშნავს მათთვის ომი და მშვიდობა.

დღის ამბები