ხანძარი იყო ოკუპირებულ ცხინვალში. ცეცხლი საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას მოედო. ხანძრის შედეგად შენობის ნაწილი განადგურდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლის ლიკვიდაციას სახანძრო სამსახური 40 წუთის განმავლობაში ცდილობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გამომწვევ მიზეზებს შორის ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა სახელდება.