რუსეთის ჰიბრიდული ომი ჩვენს წინააღმდეგ გრძელდება - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი “ბილდტი” საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს. გავლენიან გერმანულ გამოცემასთან გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონების ჰიბრიდული ოკუპაცია 2008 წლის ომამდე გაცილებით ადრე, 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა.
„დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები არის რუსეთის მხრიდან იმპერიული შურისძიების პოლიტიკა ჩვენი საერთო ევროპული კეთილდღეობის და უსაფრთხოების წინააღმდეგ,”-განუცხადა მარგველაშვილმა გამოცემას.
გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით ოთხოზორია-ტატუნაშვილის შემთხვევები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჩართულობის გაზრდის აუცილებლობას ადასტურებს.