პარლამენტი ახალ ლოგოზე კონკურსს აცხადებს. საკანონმდებლო ორგანოში განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და კონკურსი თვის ბოლომდე გაგრძელდება.
პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჰერალდიკის საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ლოგოში შენობა არ ფიგურირებდეს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმერ პირს, არ არის ასაკობრივი შეზღუდვა. გამარჯვებულს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. პრიზი შესაბამისი ანაზღაურებაა, რომელიც 2500 ლარის ფარგლებში იქნება განსაზღვრული.