20 აპრილი 2024,   20:35
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - ერთმანეთს 9 ავტომობილი შეეჯახა

გორში ცენტრალურ ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაახლოებით ერთი საათის წინ, 9 ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. მიზეზად ძლიერი ნისლი და წვიმა სახელდება. ამ დროისთვის პარალიზებულია მოძრაობა თბილისიდან დასავლეთისკენ.

ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ დასტურდება, რადგან ძლიერი ნისლის გამო ავტომობილები ნელა მოძრაობდნენ. ავარიის შედეგად მცირე დროით პარალიზებული იყო მოძრაობაც. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ჯგუფები.  ასევე ადგილზე იმყოფებიან ევაკუატორები, რომლებსაც ავტომანქანები  გადაჰყავთ საჯარიმოზე. გორის ცენტრალურ ავტობანზე დასუფთავების სამსახურის მიერ მიმდინარეობს  მთავარ გზის  და ფეხით სავალი ნაწილის  გასუფთავება.

დღის ამბები