17 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
ნიკა მელიამ წილკანში სიციალური დახმარების გარეშე დარჩენილი ოჯახი მოინახულა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში მცხოვრებ ბერიკაშვილების ოჯახში იმყოფებოდა. ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს, მიზეზად დიალიზის პროგრამაში ჩართვისთვის, გამგეობის მიერ 360 ლარის ჩარიცხვა სახელდება.

ნიკა მელიამ მოუწოდა შესაბამის უწყებებს სასწრაფოდ დაინტერესდნენ არსებული პრობლემებით, ასევე ნიკა მელია აცხადებს, რომ მცხეთა-მთიანეთში სოციალური დახმარების მოხსნის ფაქტები მასიურად ფიქსირდება.

„ოჯახს შეუჩერეს სოციალური დახმარება, ვინაიდან დაუფიქსირდა მერიის მხრიდან ჩარიცხული 360 ლარი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ოჯახისთვის, იგივე მდგომარეობაა აბსოლუტურად ყველგან, არა მხოლოდ წილკანში, ძალისში, ნიჩბისში, საგურამოში, მცხეთაშიც, წეროვანში და ამ ყველაფრის პარალელურად და ფონზე 645 მილიონით არის გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯი,“- აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები