17 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
ლეიბორისტული პარტიის შტაბის ხელმძღვანელი არჩევნებზე ლაშა ჩხარტიშვილი იქნება

შალვა ნათელაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად -  ლაშა ჩხარტიშვილი წარადგინა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ეს განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გააკეთა და ამომრჩეველს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ ლაშა ჩხარტიშვილის თანამშრომლობა სასიკეთო იქნება საქართველოს განვითარებისთვის.

„მე ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ლაშას თანამშრომლობა ჩვენთან სასიკეთოდ წაადგება საქართველოს, ჩვენს მომავალ მთავრობას, ჩვენს მთა-ველებს, კიდევ უფრო გაძლიერდება გარემოს დაცვითი პროფილი ჩვენი პარტიის საქმიანობაში,“- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ლაშა ჩხარტიშვილი პარტიის წევრი არ არის, თუმცა სამომავლოდ ამ ფაქტს არ გამორიცხავს.

დღის ამბები