თბილისის მერმა კახა კალაძემ ისტორიული სახლი მოინახულა, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. საცხოვრებელი სახლი შალვა დადიანის 34 ნომერში მდებარეობს, ისტორიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.