17 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი ჭანტურიას და დაკითხვაზე იმყოფება

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალის დადგენილებას ამ წუთებში რუსთავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში აცნობენ. ყოფილ პროკურორს გამოძიება განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. გიორგი ჭანტურია კატეგორიულად უარყოფს გენერალ ქუთათელაძის მკვლელობასთან კავშირს. რაც შეეხება იარაღს, დაკავებულის ადვოკატი და მისი ოჯახი ამტკიცებს, რომ იარაღი ჭანტურიების სახლში სამართალდამცველებმა ჩადეს. პარალელურად ამ წუთებში სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება გიორგი ჭანტურიას დაც.

„უდანაშაულოა და ამაში ვართ დარწმუნებული 100%-ით. რა თქმა უნდა არასდროს არ ყოფილა ის იარაღი სახლში,“-განაცხადა გიორგი ჭანტურიას დამ მარიამ ჭანტურიამ.

დღის ამბები