თრუსოს ხეობაში ტურისტები არიან ჩარჩენილი. ძლიერმა წვიმამ მთის ნაშალი მასალა ჩამოიტანა და ავტომობილები გზაზე გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ. ისინი ხეობაში 10-მდე მანქანით იმყოფებოდნენ.
ყაზბეგის მერი, ალექსანდრე ზაგაშვილი აცხადებს, რომ გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ შეძლებენ ტურისტები გამოსვლას.
„ქვების გარკვეული ნაწილი, მასა ჩამოვიდა მთიდან, რომლის გაწმენდითი სამუშაოებისთვის შესულია ტექნიკა და იწმინდება. დღის მონაცემებით, სადღაც, 10-მდე მანქანა მითხრეს და შესულია რწმუნებული, ზუსტი რაოდენობა არ ვიცი. საფრთხე არ ემუქრებათ,“ - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.
მდინარე არაგვის ადიდებამ პრობლემები შეუქმნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასაც. ამ დროისთვის დატბორილია გუდაურამდე მისასვლელი გზა.
მდინარის ადიდების გამო შეფერხებულია საგზაო მოძრაობა. ადიდებულმა არაგვმა ჯებირები დააზიანა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც დატბორა.