სტიქია ახმეტის მუნიციპალიტეტში - ძლიერი წვიმის შედეგად, მატანში, დუისსა და ომალოში საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა.
ძლიერი წყალმოვარდნის გამო კი შიდა გზებზე გადაადგილება შეფერხდა. წვიმას თან ახლდა სეტყვა, რამაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.
ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის მიუხედავად, მნიშვნელოვანი ზარალი სოფლებს არ მიუღია. მისივე თქმით, სტიქიის ადგილზე მისი მოადგილე იმყოფება.
ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.