17 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნა

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნა. გიორგი აბაშიშვილი ქარელის პირველი საჯარო სკოლაში სკოლის პედაგოგებს შეხვდა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ აგვისტოს ომში დაღუპული სერჟანტის ბესიკ კაპანაძის მშობლები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მუზეუმში გამოფენილი ოკუპაციის შესახებ ისტორიული მასალა დაათვალიერა და საზოგადოებას ოკუპაციის მუზეუმის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ესაუბრა.

გარდაცვლილი სერჟანტის დედამ ბესიკ კაპანაძის ჩანაწერები და ლექსები წაიკითხა.
დღესვე გიორგი აბაშიშვილი ქალაქ ხაშურში გახსნილ ოკუპაციის მუზეუმსაც ეწვია.

დღის ამბები