17 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე და მოულოდნელი გადაწყვეტილება - დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული პირები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს 

51- სკოლის ორი მოზარდის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებულები დღეს მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ქვისლს, თენგიზ კალანდიას წინასწარი პატიმრობა დღეს 5 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.

3000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, კალანდიას მეზობლები ზაქარია წინწკალაძე და გიორგი შაბურიშვილის.

თენგიზ კალანდია და მისი ორი მეზობელი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულები აიყვანეს. მაშინ გამოძიებამ დაადგინა, რომ თენგიზ კალანდიას თხოვნით მეზობლები, ბრალდებულ გ.ჯ-ს და კალანდიას შვილს მიმალვაში დაეხმარნენ.

პროკურატურისთვის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლა მიუღებელია მაშინ, როდესაც სასამართლოს ჯერ არ დაუკითხავს, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე მიხეილ კალანდია.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვაში ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას დღეს მოკლული დავით სარალიძის მამის პროტესტი მოჰყვა. ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ სასამართლოზე ზეწოლა სუს-ის და შსს-ს იმ მაღალჩინოსნებმა მოახდინეს, ვინც თავის დროზე საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა.

დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებისთვისაც. დეპუტატებისთვის გაუგებარია ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას დაკითხვამდე, რატომ შეუცვალა მოსამართლემ მათ აღკვეთის ღონისძიება.

მოზარდების მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკითხვა სასამართლოში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოხდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები