17 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
სტიქია თუშეთში - აბანოს უღელტეხილზე ტურისტები არიან ჩარჩენილი

მეწყერი თუშეთში - თუშეთის გზაზე, აბანოს უღელტეხილზე ტურისტები არიან ჩარჩენილი. ისინი "კურიერთან" დაკავშირებას ცდილობენ, თუმცა მათი კავშირი ეტაპობრივად წყდება. ტურისტები  შველას ითხოვენ.

მათი თქმით, ადგილზე ღამის 4 საათიდან იმყოფებიან და მეწყერის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება. მათი თქმით, სამუშაოები განახლდა გამთენიისას და ამ დროისთვის ქვათა ცვენის გამო შეფერხებულია გადაადგილება სამ სხვადსხვა მონაკვეთზე.

ადგილობრივები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გზა დაახლოებით ერთ საათში გაიხსნება.  

დღის ამბები