17 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
სტიქია სამეგრელოში - აბაშისწყლის ადიდების გამო ორი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა 

აბაშაში მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, სოფლებში - წყემსა და ზანათში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მდინარის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას. მაშველებმა ორივე სოფლიდან რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია მოახდინეს. 

უწყების ცნობით, ​ადგილზე იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ​ადგილზე მუშაობდა 50 მეხანძრე-მაშველი​

ამ დროის მონაცემებით, სოფლებში წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო. არცერთ მოქალაქს საფრთხე არ ემუქრება.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ვითარების მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს.

დღის ამბები