სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. წყალდიდობის გამო ადიდებული მდინარეები მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში შევარდა.
წაღებულია რამდენიმე ხიდი, დაზიანებულია ასევე საავტომობილო გზები. წყალდიდობამ პრობლემები შეუქმნა სენაკს, აბაშასა და მარტვილს.
აღნიშნულ ქალაქებში პრობლემები შეიქმნა მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხების და საკანალიზაციო სისტემის გამო.