17 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
სტიქიის შედეგებს ითვლიან აჭარაში - წყალმა 100-მდე ოჯახი დააზარალა

სტიქიის შედეგებს ითვლიან აჭარაში, კერძოდ ბათუმში. ადგილზე ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია მუშაობს.

ამ დროისათვის უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა. ბათუმის მერის განცხადებით, წყალმა 100-მდე ოჯახი დააზარალა. გეოლოგებმა შეისწავლეს მეწყერული ადგილებიც.

„რამდენიმე ადგილზე, როგორც იცით, გვაქვს მცირე მეწყერული პროცესები, განსაკუთრებით აღვნიშნავდი იოანე ლაზის 15 ნომერში, სადაც საცხოვრებელ სახლს მიადგა ჩამოწოლილი მიწის მასა. დაახლოებით, 100-მდე ოჯახში შევარდა წყალი, სარდაფში და პირველ სართულში, გუშინვე, ამოწმენდილი იყო ყველა სარდაფი,“ - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

დღის ამბები