თუშეთში ამინდი ისევ გაუარესდა, რის გამოც ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. მოძრაობას პოლიცია აწესრიგებს. სამართალდამცველები მგზავრებს ომალოს მიმართულებით არ უშვებენ.
ბოლო ინფორმაციით, წვიმისა და მეწყერის შედეგად დაგუბებული ტბა ადიდდა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. გზის მეორე მხარეს გადაადგილებას ვერ ახერხებს ვერც სამაშველო სამსახური.
როგორც ახმეტის მერი ამბობს, გზის გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.