25 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - სატვირთო ავტომობილმა გზის გამყოფი ჯებირი გაანგრია და საპირისპიროდ მიმავალ ავტომობილს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - სატვირთო ავტომობილმა გზის გამყოფი ჯებირი გაანგრია და საპირისპიროდ მომავალ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევა ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა. ორივე ავტომობილის მძღოლი უვნებელი გადარჩა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. ტერიტორიაზე შეფერხებულია მოძრაობა.

შემთხვევის შედეგად, დაზიანდა გარე განათების ბოძი, მიმდინარეობს მისი შეკეთება, რის გამოც ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე გათიშულია ელექტროენერგია.

დღის ამბები