ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე გურგენიანის ჩანჩქერთან, მდინარის ადიდების გამო მეორე ნაპირზე დარჩენილია მოზარდების 3 კაციანი ჯგუფი. არსებული ინფორმაციით, მოზარდები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფომრაციით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რათა მოხდეს მოზარდების დროული გადმოყვანა უსაფრთხო ადგილზე.