ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კმ-მდე მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ინტენსიური წვიმის შედეგად გადაადგილება აკრძალული იყო. ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მგზავრებს, თუშეთის მიმართულებით მოძრაობისგან თავი შეიკავონ.