ონის რაიონში, სოფელი გლოლას ტყეში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი რამდენიმე ხეს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 50 კვ. მ. ტერიტორია.
ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.