17 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
სკოლა რუსული პროპაგანდისთვის - მთავრობამ „ინტელექტ პლუსს“ ორთაჭალაში ნახევარი ჰექტარი მიწა გადასცა

ორთაჭალაში რუსულ სკოლას, ნახევარი ჰექტარი მიწა გადაეცა. საქართველოს მთავრობის 13 ივნისის განკარგულებით, სკოლა „ინტელექტ პლუსმა“ გრიშაშვილის ქუჩაზე 51 ნომერში 5000-მდე კვ.მ. მიწა მასზე არსებული ნაგებობით, პირდაპირი მიყიდვის გზით მიიღო. განკარგულებას ხელს გიორგი კვირიკაშვილი აწერს.

სკოლა, რომელიც ქვეყანაში რუსული რბილი ძალის პროპაგანდას წლებია ეწევა, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენისა და რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრის, გოჩა ძასოხოვის მეუღლის საკუთრებაა. 

გოჩა ძასოხოვი საქართველოში 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაბრუნდა. ბიზნესმენი მაშინ არ მალავდა, რომ საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციისთვის სკოლების გახსნას გეგმავდა, სადაც სავალდებულო ენა რუსული იქნებოდა. მისი სკოლა "ინტელექტი" ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმეჯერ მოექცა. ძირითადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდით.

2015 წელს, როდესაც ბავშვებისთვის განკუთვნილი გეოგრაფიის სახელმძღვანელოში საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ რესპუბლიკებად იყო მოხსენიებული. 

სკოლა რუსულ პროპაგანდას ისევ აგრძელებს. მესამე კლასის ბუნების სახელმძღვანელოში დატანილ რუკაზე ოკუპირებული აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და ყირიმი, რუსეთის შემადგენლობაშია მოხვედრილი.

ის, რომ საქმე მხოლოდ ბიზნესში არ არის და ამ ფაქტის მიღმა გაცილებით საშიში განზრახვა იმალება, ამაში დარწმუნებულია სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში ე.წ. რუსული რბილი ძალის საკითხებზე წლებია მუშაობს. არასამთავრობოები გამოძიების დაწყებასა და რუსული პროპაგანდის გამტარებლების გამოვლენას ითხოვენ.

 

დღის ამბები