ლაგოდეხში უამინდობის გამო მძიმე ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო. უხვი ნალექის შედეგად, მუნიციპალიტეტში ლაგოდეხის ხევი ადიდდა. ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ლაგოდეხის მერის ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, ხევების შესწავლის პროცესი დაიწყება. ამ დროისთვის ლაგოდეხში უკვე აღარ წვიმს. დაიწია წყლის დონემაც. რაც შეეხება გურენიანის ჩანჩქერზე გუშინ ჩარჩენილ მოზარდებს, სამივე მათგანმა ტერიტორიიდან უვნებლად გამოსვლა შეძლეს.