რაჭაში 52 წლის მამაკაცს ეძებენ - ამბროლაურის რაიონის დაბა შაორში მცხოვრები გელა ფანჩვიძე სახლიდან 6 აგვისტოს გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ.
მამაკაცის ძებნის ოპერაციაში ჩართულები არიან მაშველები. დაკარგულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გელა ფანჩვიძე ნასვამი იყო, თუმცა მომხდართან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ აქვთ.