რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მორიგი გაფრთხილება შეერთებულ შტატებს. ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილი კრიზისის შესახებ განცხადებები თურქეთის პრეზიდენტმა სანაპირო ქალაქებში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ერდოღანმა ოფიციალური ვაშინგტონი მუქარის გზით, ანკარის დაჩოქების მცდელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არასწორად იქცევა, როდესაც ნატოს სტრატეგიულ პარტნიორს სასულიერო პირს არჩევს.
სწორედ ამერიკელი პასტორის დაკავება გახდა ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების გამწვავების მიზეზი. უთანხმოების ფონზე თურქეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა.