უამინდობაა კვლავ დასავლეთ საქართველოში - შტორმმა ანაკლიაში სანაპირო ზოლი დააზიანა, წაღებულია გზა, განადგურებულია პალმები. წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებშიც შეუვარდა და პირველი სართულები დაუტბორა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარი შესაბამისი უწყებების მხრიდან თავის დროზე უყურადღებობამ გამოიწვია. მათი მტკიცებით, გასაწმენდი იყო წყლის საწრეტი მილები, გარდა ამისა, ისინი მომხდარს ანაკლიაში პორტის მშენებლობასაც უკავშირებენ.
მომხდარით უკმაყოფილო არიან ტურისტებიც. მათ თქმით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა.