საქართველოში დღეს დიდგორობას აღნიშნავენ . უამინდობის მიუხედავად, დიდგორში კონცერტები, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები.
დიდგორში დილიდან პრემიერი და თავდაცვის მინისტრი იმყოფებიან.
მამუკა ბახტაძემ და ლევან იზორიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. მათ საერთაშორისო მისიებში გამოჩენილი თავდადებისთვის 2 ჯარისკაცი დააჯილდოვეს.
„ჩვენმა გმირებმა, რომლებიც ამ ველზე დაეცნენ, თავიანთი სისხლის ფასად ისეთი მყარი საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, რომ ჩენ ვართ ვალდებული მასზე ავაშენოთ ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ქართველისთვის, ნებისმიერ ჩვენი მოქალაქისთვის, თავისი დიდგორი გრძელდება. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და განვითარებისთვის. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ღირსების დაცვის იდეა და სწორედ ამ კულტურის გამოხატულებაა ჩვენთვის დიდგორი. ამ კულტურის ნაწილია ჩვენი თანამედროვე ქართული შეიარაღებული ძალებიც,“ - განაცხადა ლევა იზორიამ.